უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის,
ილია მეორის აღსაყდრებიდან 40 წლის იუბილეს აღსანიშნავ ღონისძიებათა ფარგლებში 27 დეკემბერს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა გალობის უნივერსიტეტის 10 წლის შემაჯამებელი ღონისძიება.
ღონისძიებას ესწრებოდნენ წმინდა სინოდის წევრები, სამღვდელო დასი, უნივერისტეტის დამფუძნებლები, აკადემიური პერსონალი და მოწევეული სტუმრები.
გალობის უნივერსიტეტს 10 წლის იუბილე მიულოცა სენაკისა და ჩხოროწყუს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიომ (მუჯირი)
2017 წლის კურსდამთავრებულებს დიპლომები განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა გადასცა.