დასრულდა ბოლო საკვალიფიკაციო გამოცდა სალოტბარო ხელოვნებაში. რამდენიმე კვირაში ჩვენი სტუდენტები: თორნიკე სხიერელი, თორნიკე კანდელაკი, გიგა შუბითიძე და დიმიტრი კაკულია აიღებენ გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებულთა დიპლომებს და შეუდგებიან საქმიანობას ისეთ საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვან სფეროში, როგორიც არის ქართული ხალხური სიმღერა და საეკლესიო გალობა.

გზა დავულოცოთ მათ და ვუსურვოთ შემდგომი წარმატებები. იმედი გვაქვს, ისინი ღირსეულ სიტყვას იტყვიან ქართული ხალხური სიმღერისა და საეკლესიო გალობის განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში!