
19 ნოემბერს, გალობის უნივერსიტეტში გაიმართა ედიშერ და გიორგი (გიგი) გარაყანიძეების სახელობითი სტიპენდიის 2018 წლის სტიპენდიანტების დაჯილდოება. წლევანდელი სტიპენდიანტები არიან თსკ-ის ეთნომუსიკოლოგიის მიმართულების დოქტორანტი თეონა ლომსაძე და თსუ-ს ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის სტუდენტი ქეთევან ციმინტია.
ვულოცავთ ახალგაზრა მკვლევრებს და ვუსურვებთ მრავალ შემოქმედებით წარმატებას!
მომავალი წლიდან გალობის უნივერსიტეტის სტუდენტებსაც მიეცემათ შესაძლებლობა გახდნენ ამ ღირსეული სახელობითი სტიპენდიის სტიპენდიანტები.
