20-22 ოქტომბერს ბათუმში გიორგი გარაყანიძის სახელობის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის მე-18 საერთაშორისო ფესტივალი და სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.
️ტრადიციული კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და პოპულარიზაცია, რაც ყოველ წელიწადს ბათუმში ამ ღონისძიების ფარგლებში ქართველ და უცხოელ მკვლევრებს აერთიანებს, მიმდინარე წელსაც წარმატებით განხორციელდა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით ფესტივალის ორგანიზატორს – ქალბატონ ხათუნა მანაგაძეს.
გალობის უნივერსიტეტი ამ ღონისძიების აქტიური მონაწილეა. მიმდინარე წელს სამეცნიერო კონფერენციაზე მოხსენებით წარდგნენ უნივერსიტეტის დეკანი პროფესორი თამარ ჩხეიძე, ასოცირებული პროფესორები: ეკატერინე ონიანი, მაკა ხარძიანი, საეკლესიო მუსიკის (გალობის) პედაგოგი ეკატერინე ყაზარაშვილი და უნივერსიტეტის კურსდამთავრებული თეონა ბენაშვილი.
სამეცნიერო კონფერენციაზე ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2022 წლის კონკურსში გალობის უნივერსიტეტის გამარჯვებული პროექტის „ვნების კვირის საგალობლები ქართულ საეკლესიო ტრადიციაში“ ჩატარებული კვლევის შედეგები წარმოადგინა პროექტის ხელმძღვანელმა პროფესორმა თამარ ჩხეიძემ და სამეცნიერო ჯგუფის წევრმა – თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დოქტორანტმა მონაზონმა ნინო სამხარაძემ.
გალობის უნივერსიტეტის სახელით დიდი პატივისცემით ვულოცავთ თითოეულ მათგანს კონფერენციაზე წარმატებულ მონაწილეობას!