1 აპრილს გალობის უნივერსიტეტში გაიმართა გიორგი კეკელიძის საჯარო ლექცია – ლიტერატურა და ადამიანი. ლექციას ესწრებოდნენ გალობის უნივერსიტეტის პროფესორები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები.
ლექციის ბოლოს გალობის უნივერსიტეტის სტუდენტებმა საპატიო სტუმრისთვის სიმღერები შეასრულეს, ხოლო გიორგი კეკელიძემ ისინი წიგნებით დაასაჩუქრა.