
20 ნოემბერს, გალობის უნივერსიტეტში გაიმართა ეთნომუსიკოლოგიის დოქტორ დავით შუღლიაშვილის საჯარო ლექცია თემაზე: „ნევმების მრავალსახეობა მიქაელ მოდრეკილის იადგარში“
მოხსენებაში განხილული იყო მიქაელ მოდრეკილის ნევმირებული იადგარის კვლევის მოკლე ისტორია და ნევმების ძირითად სახეობებთან ერთად წარმოჩენილი იყო ისეთი სახეობები, რომელნიც დღემდე მეცნიერთა ყურადღების მიღმა დარჩა.