„ფესტივალი ნანინა“ – გალობის უნივერსიტეტმა დოკუმენტური ფილმის პრეზენტაციას უმასპინძლა. ფილმი ეფუძნება დოკუმენტურ ვიდეომასალას და მიზნად ისახავს ფესტივალის ძირითადი მიმართულებებისა და მნიშვნელობის წარმოჩენას. დოკუმენტური ნამუშევარი მოიცავს ფესტივალის მრავალფეროვან ასპექტებს, მათ შორის მულტიდისციპლინური სამეცნიერო კონფერენციის მიმდინარეობას, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში აღრიცხული მუსიკალური და ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული მასალის ვიდეორგოლებსა და საქართველოს მასშტაბით ქალთა ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით გამართულ კონცერტებს. ფილმის სცენარის ავტორი, ოპერატორი და რეჟისორია ია ანდღულაძე.
ღონისძიება გალობის უნივერსიტეტის პრორექტორმა პროფესორმა თამარ ჩხეიძემ გახსნა. ფილმის ჩვენების შემდგომ შეხვედრა გაიმართა ფესტივალის დამფუძნებელ და ორგანიზატორებთან, ეთნომუსიკოლოგებთან – ჯგუფ „ნანინას“ წევრებთან: მაია გელაშვილთან, ვიქტორია სამსონაძესთან, მაკა ხარძიანთან და სოფიკო კოტრიკაძესთან. მათ დამსწრე საზოგადოებას გააცნეს ფესტივალის სამომავლო პერსპექტივები და ისაუბრეს ქალთა ტრადიციული მუსიკის პოპულარიზაციის მიმართულებით მის მნიშვნელოვან როლზე.