4 ნოემბერს, 15:00 საათზე გალობის უნივერსიტეტში გაიმართა ედიშერ და გიორგი (გიგი) გარაყანიძეების სახელობითი სტიპენდიის 2019 წლის სტიპენდიანტების დაჯილდოება.

2016 წლიდან, ფონდ „ქართული გალობის“ დამფუძნებლის, ბატონი ვანო ჩხარტიშვილის ინიციატივით დაარსდა ედიშერ და გიორგი (გიგი) გარაყანიძეების სახელობის ყოველწლიური სტიპენდია 1500 ლარის ოდენობით, რომელიც თსუ-ს, თსკ-ს და გალობის უნივერსიტეტის სტუდენტებს გადაეცემათ.

წლევანდელი სტიპენდიანტები არიან გალობის უნივერსიტეტის სტუდენტი ანა ყიფიანი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მაგისტრანტი გოჩა ბიძინაშვილი და თსუ-ს სტუდენტი ლია დამენია. ფოტო: გიორგი ხვიჩია