24 ნოემბერს 15 საათზე, გალობის უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორი,
კომპოზიტორი ნოდარ მამისაშვილი გამართავს საჯარო ლექციას თემაზე:
„სამრეკლო ზარების საიდუმლოებანი“
რელიგიური ლიტერატურის თანახმად, ზარის რეკვა ლურსმანზე ჩაქუჩის დარტყმას, ანუ, მაცხოვრის ჯვარცმას უნდა გვაგონებდეს. ესე იგი, ზარს მხოლოდ ტკბილხმოვანება კი არ აქვს, არამედ, შეგვახსენებს იმას, თუ როგორ იტვირთა იესო ქრისტემ ჩვენი ცოდვები და ეს აქტი სულიერებისა მუდამ უნდა გვახსოვდეს. საერთოდ, ზარის ხმოვანება ადამიანის სულიერებაზე უნდა აწყობილიყო, ისევე, როგორც საეკლესიო გალობანი და ლოცვები.
სწორედ ამან მიმიყვანა იმ დასკვნამდე, რომ ზარის ხმა ძველი, საეკლესიო საგალობლების საფუძველზე უნდა აწყობილიყო და ცალკეული ბგერების ერთიანობის ისეთი ჰარმონია უნდა დამყარებულიყო, რომელიც საერთოდ ახასიათებდა ძველ საეკლესიო ლიტურგიას.
დასწრება თავისუფალია