2025 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებსა და საერთო სამაგისტრო გამოცდაზე რეგისტრაცია 5 მარტის 10:00 საათიდან 2 აპრილის 18:00 საათამდე იწარმოებს.
რეგისტრაცია მიმდინარეობს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე https://online.naec.ge
გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის კოდია #177.
საბაკალავრო პროგრამა “ქართული ტრადიციული მუსიკა” –
ერთიანი ეროვნული გამოცდები ბარდება შემდეგ საგნებში:
– ქართული ენა და ლიტერატურა
– უცხოური ენა (ინგლისური ენა, გერმანული ენა, ფრანგული ენა, რუსული ენა)
აბიტურიენტმა რეგისტრაციისას ეროვნულ გამოცდაზე ჩასაბარებელ საგნებთან ერთად უნდა აირჩიოს შემოქმედებითი ტურიც.
სამაგისტრო პროგრამა “მუსიკოლოგია (ქართული ტრადიციული მუსიკა)” –
– საერთო სამაგისტრო გამოცდა
საბაკალავრო პროგრამა “ქართული ტრადიციული მუსიკა” – შიდა მისაღებ გამოცდებზე დაიშვებიან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის/ატესტატის ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის მქონე პირები.
სამაგისტრო პროგრამა “მუსიკოლოგია” (ქართული ტრადიციული მუსიკა) – შიდა მისაღებ გამოცდებზე დაიშვებიან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებული შესაბამისი ან მომიჯნავე მიმართულების ბაკალავრის კვალიფიკაციის ან ბაკალავრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირები.
საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულებზე: საბაკალავრო პროგრამა, სამაგისტრო პროგრამა
გალობის უნივერსიტეტი გისურვებთ წარმატებას!