4-5 ნოემბერს გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის დეკანი, ასოც. პროფესორი ზურაბ წკრიალაშვილი რომში სასულიერო მუსიკის პონტიფიკალურ ინსტიტუტს (PISM) ეწვია, სადაც ქართული ტრადიციული მუსიკის ვორკშოპები გამართა.

ინსტიტუტის სტუდენტებმა ქართული საგალობლებისა და ხალხური სიმღერის ისტორია მოისმინეს და კონკრეტული ნიმუშები შეისწავლეს. მიზანი ქართული ტრადიციული მუსიკის პოპულარიზაციაა. ვორკშოპები შემაჯამებელი კონცერტით დასრულდა.

გალობის უნივერსიტეტის დეკანს ასევე ჰქონდა ოფიციალური შეხვედრა PISM-ის რექტორთან, პადრე რობერტ მელჰარდთან თანამშრომლობის გაღრმავების განსახილველად. გალობის უნივერსიტეტისთვის პრიორიტეტულია საერთაშორისო კავშირები. რომის სასულიერო მუსიკის პონტიფიკალური ინსტიტუტი ერთ-ერთია, ვისთანაც მემორანდუმი 2022 წლის მაისში გაფორმდა და აქტიურად ვთანამშრომლობთ.