დღეს გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელში საინტერესო ლექცია ჩატარდა. პროფესორმა ზურაბ კიკნაძემ ისაუბრა ქართული ზეპირსიტყვიერების წარმოშობაზე, განვითარებასა და ჟანრებზე, შემდეგ კი უპასუხა დამსწრეთა მრავალრიცხოვან შეკითხვებს.