გუშინ გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელში გაიმართა თამაზ გაბისონიას საჯარო ლექცია: „მუსიკა და ფსიქოლოგია“. მომხსენებელმა ისაუბრა სმენისა და მუსიკალური ენის სხვადასხვა კომპონენტების ფსიქოლოგიური ასპექტების შესახებ; თუ რა კავშირშია მუსიკის შექმნა-შესრულება-მოსმენა ადამიანის ისეთ ფსიქიკურ ფუნქციებთან, როგორებიცაა: აღქმა, მეხსიერება, ემოცია, ინტელექტი, ქცევა; როგორია მუსიკის თერაპიული ეფექტი. შემდეგ მომხსენებელმა უპასუხა დამსწრეთა მრავალრიცხოვან შეკითხვებს.