
18 მარტს, 15.00 საათზე, გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელში ჩატარდება თამაზ გაბისონიას საჯარო ლექცია “მეცნიერული კვლევის მეთოდები”.
ლექციაზე განხილული იქნება მეცნიერული კვლევის სტრატეგიის, სტრუქტურის, ეთიკის საკითხები; ემპირიული და თეორიული კვლევის ეტაპები, ზოგადმეცნიერული და კერძო დისციპლინური მეთოდები, ჰუმანიტარულ დისციპლინათა მეთოდოლოგიის თავისებურებები, ლოგიკისა და სემიოტიკის მონაცემები მეცნიერებაში, კვლევასთან დაკავშირებული ზოგიერთი საინტერესო ცნებების განმარტება.