2015 წლის 20 მარტს გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელში საეკლესიო მუსიკოლოგიის კათედრის გამგემ — თამარ ჩხეიძემ ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: „ქართული გალობის ჭრელები“.
მომხსენებელმა ისაუბრა „ჭრელის“ რაობაზე, ქართულ სამგალობლო ტრადიციაში მის მნიშვნელობაზე, „ჭრელთა ნუსხების“ აგებულებაზე, მის მიმართებაზე ნევმურ დამწერლობასთან და ამ ფენომენის წარმოშობის თავისებურებებზე. ლექციამ დიდი ინტერესი გამოიწვია, რაზეც მეტყველებს მსმენელთა შეკითხვები და შეფასებები.