გვიანი ოსმალეთის ეპოქიდან თანამედროვე საბერძნეთამდე მოტანილი მუსიკა, ურბანული ცხოვრების რიტმი და ჟანრები, რომლებმაც დროის გამოცდას გაუძლო, რებეტიკა – გალობის უნივერსიტეტმა ამ თემებზე 23 თებერვალს იონიის უნივერსიტეტის მუსიკისა და აუდიოვიზუალური ხელოვნების სკოლის მუსიკალური კვლევების დეპარტამენტის (საბერძნეთი) პროფესორების – ზოი დიონისიუსა და ალექსანდრა ბალანდინას ლექციებს უმასპინძლა. გალობის უნივერსიტეტს პროფესორები Erasmus+ პროგრამის მასწავლებელთა/პერსონალის გაცვლის ფარგლებში სტუმრობენ.
პირველი ლექცია ტრადიციული ურბანული მუსიკის ჟანრებს – კაფე ამანს, რებეტიკოსა და ლაიკოს დაეთმო. ევოლუცია, ისტორიულ-სოციალური კონტექსტები და მუსიკალური მახასიათებლები – ლექციაზე სიღრმისეულად იქნა განხილული საბერძნეთის ურბანული მუსიკის ჩამოყალიბებისა და განვითარების გზა.
მეორე ლექციაზე მსმენელები გაეცნენ საბერძნეთის ბლუზს – რებეტიკას. ჟანრს, რომლიც მცირე აზიის მუსიკიდან მომდინარეობს და 1920-იან წლებში პირეოსის ნავსადგურში ვითარდება.
ლექციები ინტერაქციული იყო, რამაც შეხვედრებს განსაკუთრებული დინამიკა და აკადემიური სიღრმე შესძინა. ღონისძიებაზე ცოცხალმა კომუნიკაციამ კიდევ ერთხელ გამოკვეთა საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობა გალობის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო სივრცეში.