იონიის უნივერსიტეტის პროფესორებმა (საბერძნეთი) ზოი დიონისიუმ და ალექსანდრა ბალანდინამ გალობის უნივერსიტეტში 25 თებერვალს გამართულ ლექციებზე კიდევ ორი აქტუალური თემა წარმოადგინეს. მსმენელებმა ახლოს გაიცნეს ბერძნული ტრადიციული სიმღერები და სასიმღერო თამაშები, ასევე ინტერკულტურული მუსიკალური განათლების თანამედროვე ჩარჩო, რომელიც მსოფლიო მუსიკის პედაგოგიკას ეფუძნება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეთნოგრაფიული კვლევის პროცესის თითოეულ საფეხურს.
საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობა გალობის უნივერსიტეტის განვითარებისა და ახალი შესაძლებლობების შექმნის მნიშვნელოვანი საფუძველია. მადლობას ვუხდით იონიის უნივერსიტეტის პროფესორებს – ზოი დიონისიუსა და ალექსანდრა ბალანდინას გალობის უნივერსიტეტში Erasmus+ პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ვიზიტისათვის.





