ა(ა)იპ „გიორგი მთაწმინდელის  სახელობის გალობის უნივერსიტეტის” რექტორის 2024 წლის 11 ივნისის  Nო/13 ბრძანებით გამოცხადდა კონკურსი გალობის უნივერსიტეტში ხელოვნებისა და მეცნიერებათა ფაკულტეტზე შემდეგი  აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

ა) თეორიული მიმართულება – პროფესორის 2 ადგილი (1 მუსიკოლოგიის მიმართულება, 1 საღვთისმეტყველო მიმართულება), ასოცირებული პროფესორი 2 ადგილი (1 მუსიკოლოგიის მიმართულება, 1 საღვთისმეტყველო მიმართულება) და ასისტენტ-პროფესორის 1 ადგილი (მუსიკოლოგიის მიმართულება);

ბ) საშემსრულებლო მიმართულება – ასოცირებული პროფესორის შვიდი და ასისტენტ-პროფესორის  სამი ადგილი.

  1. უნივერსიტეტის პროფესორად 6 (ექვსი) წლის ვადით შეიძლება არჩეული იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი. პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა შესაბამისი პროფილით არანაკლებ 6 (ექვსი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
  2. გალობის უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად 6 (ექვსი) წლის ვადით შეიძლება არჩეული იქნეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 4 (ოთხი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების მქონე პირი, თეორიულ მიმართულებაზე ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ქონა (გარდა საღვთისმეტყველო მიმართულებისა).
  3. გალობის უნივერსიტეტის ასისტენტ–პროფესორად 4 (ოთხი) წლის ვადით შეიძლება არჩეული იქნეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 4 (ოთხი) წლის პედაგოგიური გამოცდილების მქონე პირი, თეორიულ მიმართულებაზე ასისტენტ–პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ქონა.
  4. აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (განცხადების ფორმა დანართი 1);

ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (დანართი 2) (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული სახით (PDF ფაილების სახით) (აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის წინაპირობებით გათვალისწინებული სამეცნიერო/შემოქმედებითი აქტივობები და სასწავლო–მეთოდური საქმიანობა – იხ. დანართი 3);

გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ“;

ე) ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სამეცნიერო–პედაგოგიური, ან პედაგოგიური მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვა სახის დოკუმენტი დამოწმებული/გაცემული შესაბამისი დაწესებულების მიერ);

ვ) საკონკურსო თანამდებობის შესაბამისი მიმართულების სილაბუსი (სილაბუსები) ან/და დარგის სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის კონცეფცია;

ზ) ბოლო 6 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული/განხორციელებული საკონკურსო თანამდებობის შესაბამისი ერთი სამეცნიერო ნაშრომი (სტატია) ან/და შემოქმედებითი პროექტის ანოტაცია, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს კონკურსანტის სამეცნიერო/შემოქმედებით საქმიანობას – საკონკურსო კომისიის მიერ შეფასებისათვის; (ეს მოთხოვნა არ ეხება ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევ კანდიდატს);

თ) შესაბამისი აკადემიური (სამეცნიერო) ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებული ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ი) 2 ფოტოსურათი (ზომა 3×4).

  1. აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს გალობის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის აფილირების წესს და წერილობით გამოხატოს თანხმობა მხოლოდ გალობის უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე) და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
  2. კონკურსი გამოცხადდეს 2024 წლის 11 ივნისს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2024 წლის 12 ივლისიდან – 17 ივლისის ჩათვლით.
  3. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2024 წლის 12 ივლისიდან – 17 ივლისის ჩათვლით 1100-დან – 1600-მდე ყოველ დღე შაბათ-კვირის გარდა, საპროცედურო კომისიაში – ქ.თბილისი, ზ.ანჯაფარიძის ქN21, მე-5 სართული (საკონტაქტო პირი ს.ბერაია – 593327779) (საკონკურსო დოკუმენტების ელ.ფაილების გამოგზავნა შესაძლებელია შემდეგ ელ.მისამართზე: info@galoba.edu.ge).

 

დანართი:

1)კონკურსანტის განცხადების ფორმა;

2) კონკურსანტის ანკეტა;

3) აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის წინაპირობები გათვალისწინებული  სამეცნიერო/შემოქმედებითი აქტივობები და სასწავლო–მეთოდური საქმიანობა.