გალობის უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო თეორიულ კონფერენციაში – „თაობათა ცვლა“, რომელიც ა(ა)იპ „ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების “ ფილიალში – ზ. ფალიაშვილის სახ. #2 სამუსიკო სკოლაში ჩატარდა.
კონფერენცია „თაობათა ცვლა“ ქუთაისში 2019 წელს დაარსდა და მუსიკის თეორიული განათლების პოპულარიზაციას ემსახურება. მისი მიზანია ნიჭიერი ახალგაზრდა თაობის და გამოცდილი სპეციალისტების ერთ სივრცეში გაერთიანება , საქართველოში მოღვაწე მუსიკისმცოდნეების კონსოლიდირება და მათი ინტელექტუალური რესურსის მოზიდვა ქუთაისის სახელოვნებო-საგანმანათლებლო ცენტრებში, ძველი ტრადიციების აღდგენა, აკადემიური განათლების პროპაგანდის ხელშეწყობა, მოზარდი თაობის აქტიური ჩაბმა ამ პროექტში, მათი შესაძლებლობების წარმოჩენა, ანალიტიკური უნარ-ჩვევების გამომუშავება, განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებულ მოსწავლეთა გამოვლენა და სტიმულირება, რეგიონების ჩართულობა და მათი ინტეგრირება.
გიორგი მთაწმინდელის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელი წარადგინა საეკლესიო გალობის პედაგოგმა ეკატერინე ყაზარაშვილმა, რომელიც თავის მოხსენებაში შეეხო საეკლესიო გალობის სწავლების მეთოდოლოგიისა და თანამედროვე გამოწვევების საკითხებს.
კონფერენციის გახსნას დაესწრო და მონაწილეებს მიესალმა ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი.
კონფერენციაზე აგრეთვე იმყოფებოდა სასწავლებლის დეკანი – თამარ ჩხეიძე, რომელმაც კონფერენციის მონაწილეებსა და სტუმრებს სასწავლებლის სახელით გალობის უნივერსიტეტის მიერ გამოცემული წიგნები და აუდიო-ალბომი გადასცა საჩუქრად.
მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა გალობის უნივერსიტეტის ვიზიტი ქალაქ ქუთაისში.
დაიგეგმა ა(ა)იპ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო-საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებასა და ქ. ქუთაისის ზაქარია ფალიაშვილის სახ. მე-2 სამუსიკო სკოლასთან გალობის უნივერსიტეტის გრძელვადიანი თანამშრომლობა.
თანამშრომლობისთვის და მასპინძლობისთვის დიდი მადლობა ა(ა)იპ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო-საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებას და ქ. ქუთაისის ზაქარია ფალიაშვილის სახ. მე-2 სამუსიკო სკოლის დირექტორს, ნინო დოღონაძეს.
წარმატებულ კონფერენციას ვულოცავთ გალობის უნივერსიტეტის საეკლესიო გალობის პედაგოგს, ეკატერინე ყაზარაშვილს
ნაყოფიერი ვიზიტისთვის განსაკუთრებულ მადლობას მოვახსენებთ სასწავლებლის დეკანს, თამარ ჩხეიძეს და წარმატებას ვუსურვებთ ამ ახალ წამოწყებაში!