2015 წლის 27 -29 ნოემბერს, ქალაქ ქობულეთში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია თემაზე: ,,საქართველოს უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების სისტემა – გამოწვევები და პერსპექტივები”.

კონფერენციაზე გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენელი გახლდათ ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი – გიორგი ნატროშვილი.