
ფონდ “ქართული გალობისა” და ქართული სამრევლოების თანამშრომლობა გრძელდება
ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსს დოსითეოზის (ბოგვერაძე) კურთხევით, 2018 წლის ოქტომბრიდან ბრიუსელის, ანტვერპენისა და გენცის სამგალობლო გუნდებს ქართულ ტრადიციულ სიმღერა-გალობას გალობის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული გიგა ჩხაპელია შეასწავლის
ყოვლადუსამღვდელოეს დოსითეოსს გულითად მადლობას ვუხდით გაწეული თანადგომისთვის!
გიგა ჩხაპელიას ვულოცავთ ამ სასიხარულო სიახლეს და წარმატებულ პროფესიულ საქმიანობას ვუსურვებთ!