თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია და გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტი 16 მაისს მართავს სტუდენტთა სამეცნიერო მუსიკოლოგიურ კონფერენციას, რომელიც ტრადიციულად ეძღვნება მანანა ანდრიაძის ხსოვნას.
კონფერენციის თემატიკა მოიცავს მუსიკის ისტორიის, მუსიკის თეორიის, ეთნომუსიკოლოგიის, საეკლესიო მუსიკის და ქართული ტრადიციული მუსიკის შემსრულებლობის საკითხებს.