


გალობის უნივერსიტეტში ყოველწლიურად ამ კონფერენციის ჩატარება ტრადიციად იქცა. მონაწილეობა ყველა სტუდენტისთვის დიდი გამოცდილებაა და მეტად მნიშვნელოვანია მათი სამეცნიერო კვლევებისათვის მომავალში.
წელს მანანა ანდრიაძის პრემია და სიგელი გამორჩეულ მონაწილეს, ქართული ტრადიციული მუსიკის კვლევის, დაცვისა და პოპულარიზაციისთვის ლიდა ლიპარტელიანს გადასცა პროფესორმა გივი ანდრიაძემ.
კონფერენციის ინიციატივისა და ორგანიზებისთვის განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით გალობის უნივერსიტეტის დეკანს, თამარ ჩხეიძეს, ასევე დიდი მადლობა სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსს, ეკატერინე ყაზარაშვილს ღონისძიების ორგანიზებისათვის.