შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის (თანადამფინანსებელია ფონდი „ქართული გალობა“) პროექტის – „ვნების კვირის საგალობლები ქართულ საეკლესიო ტრადიციაში“, FR-22-7504 – ფარგლებში, პროექტის ხელმძღვანელმა პროფ. თამარ ჩხეიძემ, პროექტის კოორდინატორმა პროფ. მარიკა ნადარეიშვილმა და ახალგაზრდა მეცნიერმა, დოქტორანტმა ნინო სამხარაძემ მაღალრეიტინგულ ციტირებად ჟურნალში „ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია“ გამოაქვეყნეს კვლევის შედეგების ამსახველი სამეცნიერო სტატიები:
- თამარ ჩხეიძე, მონაზონი ნინო სამხარაძე – ვნების პარასკევის მსახურება – შობა-ნათლისღების რიტუალის სათავე (ქართული ლიტურგიკული პრაქტიკის მაგალითზე);
- მონაზონი ნინო სამხარაძე – ვნების პარასკევის ცისკარი დიდ იადგარებსა და მარხვანთა ადრეულ ნუსხებში;
- თამარ ჩხეიძე, მარიკა ნადარეიშვილი – ჰანგის გამშვენების ზოგიერთი თავისებურება შუა საუკუნეების ქართულ და ევროპულ საეკლესიო მუსიკაში.