4 ოქტომბერს გალობის უნივერსიტეტმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიასთან და მუნიციპალიტეტის კულტურისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმი მიზნად ისახავს ქართული ტრადიციული სამუსიკო ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა-პოპულარიზაციას. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებამ გალობის უნივერსიტეტის ისტორიის შესახებ მომზადებული ფილმი იხილა და უნივერსიტეტში დაგეგმილი სიახლეების შესახებ მიიღო ინფორმაცია.