12 ივლისს გალობის უნივერსიტეტმა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს, ქ. კორფუს „სინიელთა კულტურულ-საგანმანათლებლო ასოციაციასა“ და ათენის კულტურის ცენტრ „კავკასიას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმები გააფორმა.
მემორანდუმები მიზნად ისახავს სახელოვნებო სფეროში ქართულ-ბერძნული თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობას და ითვალისწინებს კულტურული ღონისძიებების – მასტერკლასების, ერთობლივი პროექტებისა და კონფერენციების დაგეგმვასა და განხორციელებას.
შეთანხმება გალობის უნივერსიტეტის წარჩინებულ სტუდენტებსა და პედაგოგებს სამომავლოდ სხვადასხვა ღონისძიებებსა და პროექტებში ჩართვის შესაძლებლობას მისცემს.
მემორანდუმის გაფორმების ცერემონიაზე ბერძნულ-ქართული დელეგაციის წინაშე სამების კათედრალის საპატრიარქო კამერული გუნდის მიერ ქართული ტრადიციული მუსიკის ნიმუშები შესრულდა.