2014 წლის 25 დეკემბერს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გაიმართა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომა, რომელზეც განიხილებოდა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის 6 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საკითხი.
ეს სასწავლებლებია:

1.ა(ა)იპ – თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია;
2.ა(ა)იპ – გელათის სასულიერო აკადემია და სემინარია;
3.ა(ა)იპ – წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ბათუმის სასულიერო სემინარია;
4.ა(ა)იპ – გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელი;
5.ა(ა)იპ – გრემის სასულიერო სემინარია;
6.ა(ა)იპ – წმიდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის ცაგერის სასულიერო სემინარია.

ექვსივე სასწავლებელმა წარმატებით გაიარა ავტორიზაცია. ყველა მათგანს, და განსაკუთრებით ჩვენი სასწავლებლის კოლექტივს და სტუდენტებს, ვულოცავთ ამ მნიშვნელოვან სიახლეს და ვუსურვებთ შემდგომ წინსვლას და წარმატებებს.