გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტში საბაკალავრო პროგრამაზე „ქართული ტრადიციული მუსიკა“ 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის გარე მობილობა იწყება.

გარე მობილობის ვადები და ეტაპები

  21 აგვისტო (12:00 სთ.) – 9 სექტემბერი (18:00 სთ) – 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობისთვის სტუდენტმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია მობილობის პორტალზე  https://students.emis.ge/

∴  21 აგვისტო (12:00 სთ.) – 9 სექტემბერი (18:00 სთ) – სტუდენტი აკეთებს განაცხადს მობილობაზე, აფიქსირებს უნივერსიტეტების არჩევანსა და პრიორიტეტებს (მაქსიმუმ 5 პრიორიტეტი).

∴  21 აგვისტო (12:00 სთ.) – 9 სექტემბერი (18:00 სთ) –  სტუდენტი იხდის მობილობის საფასურს 40 ლარს საქართველოს ბანკში.

 25 აგვისტო (10:00 სთ.) – 30 აგვისტო (18:00 სთ) –  სტუდენტი მობილობის თაობაზე მიმართავს წერილობითი განცხადებით გალობის უნივერსიტეტს. განცხადებების მიღება იწარმოებს ელექტრონულად study@galoba.edu.ge, infosaeklesiomusika@gmail.com

∴  2 სექტემბერი (10:00 სთ.) – 3 სექტემბერი (18:00 სთ) – სტუდენტი გადის კონკურსს/შიდა გამოცდას გალობის უნივერსიტეტში. იხილეთ შიდა გამოცდების, შემოქმედებითი ტურის საკითხების ჩამონათვალი.  

∴  12 სექტემბერი (10:00 სთ.) – 13 სექტემბერი (18:00 სთ.)  – სტუდენტი გალობის უნივერსიტეტში წარადგენს პირველადი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან მისი პირადი საქმის (სასწავლო ბარათი/ნიშნების ფურცელი; ბაკალავრებისათვის ატესტატი; ჩარიცხვის, სტატუსის შეჩერების/აღდგენის/შეწყვეტის, კურსიდან კურსზე გადაყვანის ბრძანებები) ბეჭდით და ხელმოწერით დამოწმებულ ასლებს.

∴  13 – 14  სექტემბერი – უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების აღიარება.

∴  16 სექტემბერი – სტუდენტთათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და წერილობითი განცხადებით დადასტურება (თანხმობა/უარი).