გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტში საბაკალავრო პროგრამაზე „ქართული ტრადიციული მუსიკა“ 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის გარე მობილობა იწყება.

გარე მობილობის ვადები და ეტაპები

–  25 აგვისტო – 9 სექტემბერი (12:00 – 18:00) – 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობისთვის სტუდენტმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია მობილობის პორტალზე  https://students.emis.ge/

25 აგვისტო – 9 სექტემბერი (12:00 – 18:00) – სტუდენტი აკეთებს განაცხადს მობილობაზე, აფიქსირებს უნივერსიტეტების არჩევანსა და პრიორიტეტებს (მაქსიმუმ 5 პრიორიტეტი).

25 აგვისტო – 9 სექტემბერი (12:00 – 18:00) –  სტუდენტი იხდის მობილობის საფასურს 40 ლარს საქართველოს ბანკში.

სტუდენტების საყურადღებოდ: უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გამოცხადებული ვაკანტური ადგილების შესახებ ინფორმაციმობილობის პორტალზე ისახება 5 აგვისტოს.

–  25 აგვისტო – 30 აგვისტო (12:00 – 18:00) –  სტუდენტი მობილობის თაობაზე მიმართავს წერილობითი განცხადებით გალობის უნივერსიტეტს. საკონტაქტო მეილი:  info@galoba.edu.ge

1 სექტემბერი – 2 სექტემბერი (10:00 – 18:00) – სტუდენტი გადის კონკურსს/შიდა გამოცდას გალობის უნივერსიტეტში. იხილეთ შიდა გამოცდების, შემოქმედებითი ტურის საკითხების ჩამონათვალი.  

12 სექტემბერი (10:00 – 18:00) – სტუდენტი გალობის უნივერსტეტში წარადგენს პირველადი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან მისი პირადი საქმის (სასწავლო ბარათი/ნიშნების ფურცელი; ბაკალავრებისათვის ატესტატი; ჩარიცხვის, სტატუსის შეჩერების/აღდგენის/შეწყვეტის, კურსიდან კურსზე გადაყვანის ბრძანებები) ბეჭდით და ხელმოწერით დამოწმებულ ასლებს.

13 სექტემბერი – უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების აღიარება.

15 სექტემბერი – სტუდენტთათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და წერილობითი განცხადებით დადასტურება (თანხმობა/უარი).

შენიშვნა: დამატებითი ინფორმაცია იხილეთ გალობის უნივერსიტეტის ვებგვერდზე.