20 სექტემბერს, ხაშურის მუნიციპალიტეტში, მშენებარე ბანას ტაძრის ტერიტორიაზე გალობის უნივერსიტეტის გუნდი კონცერტი ჩატარდა.
ღონისძიება შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ახალი ინიციატივის ფარგლებში გაიმართა, რომელიც გამყოფი ხაზის სოფლებში საზაფხულო კონცერტების სერიას მოიცავს.
ღონისძიების ორგანიზატორი გახლდათ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური. მხარდამჭერი: ფონდი “ქართული გალობა”.
გულითად მადლობას ვუხდით ინიციატივის ავტორს, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს, ბატონ ნუგზარ სამხარაძეს და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიას. ფოტო