2015 წლის 23 მარტს გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელში გაიმართა სასწავლებლის ღვაწლმოსილი პედაგოგის — ნათელა გამყრელიძის წიგნის: „ქართული ხალხური სიმღერები ფანდურისა და ჩონგურის თანხლებით“ პრეზენტაცია. გამომსვლელებმა: სასწავლებლის რექტორმა, არქიმანდრიტმა იოანემ, პროფესორმა ანზორ ერქომაიშვილმა, პედაგოგმა ალა ჩუტკერაშვილმა, გამომცემლობა „უსტარის“ ხელმძღვანელმა თამუნა გელოვანმა ისაუბრეს ქალბატონი ნათელას მოღვაწეობაზე, მის როლზე ახალგაზრდების ქართული სულისკვეთებით აღზრდაში, ახალი წიგნის მნიშვნელობაზე ქართული ხალხური საკრავების შესწავლისა და პოპულარიზაციის საქმეში.
სტუმრებს მიესალმა საღამოს მასპინძელი, მან მადლობა გადაუხადა დამსწრეებსა და გამომსვლელებს დაფასებისა და თბილი სიტყვებისთვის და მოკლედ ისაუბრა თავისი განვლილი ცხოვრების გზაზე. მან ასევე დიდი მადლობა გადაუხადა ქალბატონ ნანა გოთუას და საქველმოქმედო ფონდს „ქართული გალობა“ წიგნის დაფინანსებაში გაწეული წვლილისათვის. ქალბატონ ნათელას მიმართ უდიდესი მოწიწება და სიყვარული გამოხატეს მისმა აღზრდილებმა (ანსამბლ „ჩოხოსნების“ ხელმძღვანელმა გოგიტა ბუგიანიშვილმა, ანსამბლ „ბიჭების“ ხელმძღვანელმა აჩიკო უშვერიძემ და ანსამბლ „მძლევარის“ ხელმძღვანელმა კახა ონაშვილმა), რომლებმაც მასწავლებელს სიმღერა მიუძღვნეს.
დასასრულ, ქალბატონი ნათელას სტუდენტებმა შეასრულეს რამდენიმე ნომერი თავიანთი რეპერტუარიდან, მათ შორის ერთი ქალბატონი ნათელას მუსიკაზე შექმნილი. სტუდენტებთან ერთად სტუმრებს ორი სიმღერა თვითონ პედაგოგმაც შეუსრულა. ბოლოს მან გამორჩეული სტუდენტები თავისი ახალი წიგნით