დღეს, 12 ივლისს, პეტრე-პავლობის დღესასწაულზე გალობის უნივერსიტეტის სტუდენტებს განსაკუთრებული წყალობა ერგოთ. სტუდენტები ლიტვაში, ფოლკლორულ ფესტივალზე გამგზავრების წინ უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს ესტუმრნენ. ეს იყო დღე, რომელიც თითეული მათგანის მეხსიერებაში სამუდამოდ ჩაიბეჭდება.
გალობის უნივერსიტეტი 2006 წელს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დაარსდა და ის უკვე 10 წელია ემსახურება ქართული ტრადიციული გალობა-სიმღერის აღდგენის საქმეს.
„ჩვენ უნდა გავაფართოვოთ ჩვენი ცოდნა, ჩვენი კულტურა; უნდა მოვუსმინოთ სხვებსაც“ – პატრიარქის ეს სიტყვები მეტ ძალას გვმატებს ქართული კულტურა და ტრადიციები ღირსეულად წარვადგინოთ ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ.
ჩვენს უწმინდესს კი დიდი სიყვარულითა და მადლიერებით ვულოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. ხანგრძლივ, ჯანმრთელ სიცოცხლეს ვუსურვებთ საქართველოსთვის სალოცად.