პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

∴   შესაბამისი ან მომიჯნავე მიმართულების ბაკალავრის კვალიფიკაცია ან ბაკალავრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

∴   საერთო სამაგისტრო გამოცდა;

∴   შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა – შემოქმედებითი ტური;

∴   გამოცდა უცხო ენაში (ინგლისური B1);

∴   სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა ან გადმოყვანის წესით ჩარიცხვა უცხო ქვეყნის აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში და დადგენილი წესით;

∴   სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის წესით ჩარიცხვა შესაძლებელია წელიწადში ორჯერ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში, სავალდებულო პროცედურებისა და უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესების დაცვით.