პროგრამაზე დაშვების  წინაპირობა: 

∴   საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის/ატესტატის ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის მქონე პირს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე;

∴   პროგრამაზე ჩაირიცხებიან პირები, რომლებმაც გაიარეს კონკურსი შემოქმედებით ტურებში (სპეციალობასა და მუსიკის თეორიაში) და ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდა;

∴   ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე, პროგრამაზე სტუდენტთა მიღება/ჩარიცხვა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

∴   საბაკალავრო პროგრამაზე მობილობის წესით ჩარიცხვა შესაძლებელია წელიწადში ორჯერ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილ ვადებში;

∴   საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხვა ან გადმოყვანის წესით ჩარიცხვა უცხო ქვეყნის აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ხორციელდება  საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილების საფუძველზე.