პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

∴   ბაკალავრის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი

∴   შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა – შემოქმედებითი ტური;

∴   გამოცდა უცხო ენაში (ინგლისური B1);

∴   სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა ან გადმოყვანის წესით ჩარიცხვა უცხო ქვეყნის აღიარებული უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში და დადგენილი წესით;

∴   სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის წესით ჩარიცხვა შესაძლებელია წელიწადში ორჯერ,  საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში, სავალდებულო პროცედურებისა და უნივერსიტეტის
მიერ დადგენილი წესების დაცვით.