პროგრამაზე დაშვების  წინაპირობა: 

   საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის/ატესტატის ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის მქონე პირს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე;

   პროგრამაზე ჩაირიცხებიან პირები, რომლებმაც გაიარეს კონკურსი შემოქმედებით ტურებში (სპეციალობასა და მუსიკის თეორიაში) და ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდა;

   ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე, პროგრამაზე სტუდენტთა მიღება/ჩარიცხვა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

   საბაკალავრო პროგრამაზე მობილობის წესით ჩარიცხვა შესაძლებელია წელიწადში ორჯერ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილ ვადებში;

   საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხვა ან გადმოყვანის წესით ჩარიცხვა უცხო ქვეყნის აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილების საფუძველზე.