24 ივნისს, გალობის უნივერსიტში ჩატარდა ცნობილი ქართველი მუსიკისმცოდნის, პროფესორ მანანა ანდრიაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია თემაზე – „ქრისტიანული თეოლოგიისა და მუსიკოლოგიის საკითხები”.
კონფერენციაზე მონაწილეობდნენ გალობის უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტები: თეონა ბენაშვილი, მარიამ დუმბაძე, ანა სტროგანოვა, ლიდა ლიპარტელიანი, ანნა ნიკოლოზიშვილი, გიორგი აბრამიშვილი და თეონა უგულავა.
კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცა დიპლომი, ხოლო პროფესორ მანანა ანდრიაძის პრემია და სიგელი გადაეცა, გალობის უნივერსიტეტის მაგისტრატურის მე-2 კურსის სტუდენტს, გიორგი აბრამიშვილს!
ვულოცავთ და წარმატება გვინდა ვუსურვოთ კონფერენციის ყველა მონაწილეს!
გიორგი აბრამიშვილს კი ვულოცავთ ამ გამარჯვებას და წარმატებას ვუსურვებთ სამეცნიერო საქმიანობაში!
ფოტო: გიგა ხვიჩია