31 მაისს, 15:00 საათზე, გალობის უნივერსიტეტი წარმოგიდგენთ სტუდენტთა სამეცნიერო ვებინარს თემაზე „ქრისტიანული თეოლოგიისა და მუსიკოლოგიის საკითხები“,

რომელიც ეძღვნება ცნობილი ქართველი მუსიკისმცოდნის, პროფესორ მანანა ანდრიაძის ხსოვნას.

ცნობილმა ქართველმა მუსიკისმცოდნემ, პროფესორმა მანანა ანდრიაძემ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში დააარსა საეკლესიო მუსიკის კათედრა და შექმნა ქართული საგალობლების კვლევის სკოლა.

გალობის უნივერსიტეტი ყოველწლიურად ატარებს სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციას, რომელიც ქალბატონი მანანას ხსოვნას ეძღვნება. კონფერენციაში მონაწილეობა ყველა სტუდენტისთვის დიდი გამოცდილებაა და მეტად მნიშვნელოვანია მათი სამეცნიერო კვლევებისათვის მომავალში. მონაწილეები ჯილდოვდებიან დიპლომებით და სიგელებით, რაც დიდი სტიმულია ახალგაზრდა მკვლევრებისთვის.

წელს კონფერენციაში მონაწილეობენ გალობის უნივერსიტეტის სტუდენტები: თეონა ბენაშვილი (ბაკალავრიატი, IV კურსი), ნია ღამბაშიძე (მაგისტრატურა, II კურსი), ნინო ნაყეური (ბაკალავრიატი, III კურსი), მარიამ დუმბაძე (ბაკალავრიატი, IV კურსი), ანი რობაქიძე (ბაკალავრიატი, III კურსი), ნატალია ყველიაშვილი (მაგისტრატურა, II კურსი), ირმა ყამარაული (მაგისტრატურა, II კურსი) და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის, ბაკალავრიატის II კურსის სტუდენტი, მანანა ცენტერაძე.

ონლაინ კონფერენცია ZOOM-ის პლატფორმაზე განხორციელდება, ხოლო პირდაპირი ტრანსლაცია სასწავლებლის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გადაიცემა.


კონფერენციის პროგრამა.