31 მაისს, გალობის უნივერსიტეტმა გამართა სტუდენტთა სამეცნიერო ვებინარი თემაზე „ქრისტიანული თეოლოგიისა და მუსიკოლოგიის საკითხები“, რომელიც ცნობილი ქართველი მუსიკისმცოდნის, პროფესორ მანანა ანდრიაძის ხსოვნას მიეძღვნა.
სტუდენტური კონფერენცია აუდიტორიის გარეშე, ონლაინ რეჟიმში Zoom-ის პლატფორმაზე შედგა, ხოლო სასწავლებლის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე პირდაპირი ტრანსლაციით გადაიცა.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს გალობის უნივერსიტეტის სტუდენტებმა: თეონა ბენაშვილი (ბაკალავრიატი, IV კურსი), ნია ღამბაშიძე (მაგისტრატურა, II კურსი), ნინო ნაყეური (ბაკალავრიატი, III კურსი), მარიამ დუმბაძე (ბაკალავრიატი, IV კურსი), ანი რობაქიძე (ბაკალავრიატი, III კურსი), ნატალია ყველიაშვილი (მაგისტრატურა, II კურსი), ირმა ყამარაული (მაგისტრატურა, II კურსი) და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის, ბაკალავრიატის II კურსის სტუდენტმა, მანანა ცენტერაძემ.
კონფერენციის ყველა მონაწილეს ვუსურვებთ წარმატებას!
დიდ მადლობას ვუხდით კონფერენციის საორგანიზაციო ჯგუფს: გალობის უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსს, ქალბატონ ეკატერინე ყაზარაშვილს და ხარისხის მართვის სამსახურის უფროსს, ბატონ გიორგი ნატროშვილს.
კონფერენციის ინიციატივისა და ორგანიზებისთვის კი განსაკუთრებულ მადლობას მოვახსენებთ გალობის უნივერსიტეტის დეკანს, ქალბატონ თამარ ჩხეიძეს.