2022 წლის 24 ივნისს, 11:00 სთ.-ზე, გალობის უნივერსიტში ჩატარდება ცნობილი ქართველი მუსიკისმცოდნის, პროფესორ მანანა ანდრიაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე – „ქრისტიანული თეოლოგიისა და მუსიკოლოგიის საკითხები”.
კონფერენციის პროგრამა:
I სესია
კონფერენციის გახსნა: 11:00 საათი
11:10 თეონა ბენაშვილი – პარაკლისი ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი – სახისმეტყველებითი და მუსიკალური ასპექტები.
გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელი. მაგისტრანტი – I კურსი.
11:30 მარიამ დუმბაძე – მრავალმხრივი მოღვაწე _ გიორგი სალუქვაძე.
გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელი. ბაკალავრი – III კურსი.
11:50. ანა სტროგანოვა – რიტმის დანიშნულება რენესანსის პერიოდის მუსიკაში.
ვ.სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია; კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტი, მუსიკის თეორია. ბაკალავრი – II კურსი.
12:10. ლიდა ლიპარტელიანი – ახალთა დღეთა ჩუკულის მთავარ ანგელოზი.
გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელი. ბაკალავრი – III კურსი.
შესვენება 12:10 – 12:40
II სესია
12:40 ანნა ნიკოლოზიშვილი – „კილოს“ ცნება ძველი ქართული პროფესიული მუსიკის კონტექსტში.
ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. სპეციალობა მუსიკის თეორია. ბაკალავრი III კურსი. ხელმძღვანელი ასოც. პროფესორი თამარ ჩხეიძე.
13:10 გიორგი აბრამიშვილი – სტიქარონთა ძლისპირები და ქართული ლიტურგიკული პრაქტიკა.
გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელი. მაგისტრანტი – II კურსი.
13:30 თეონა უგულავა – ქართული ტრადიციული (ხალხური და პროფესიული) მუსიკალური აზროვნების თავისებურებების გარდასახვა ნიკო სულხანიშვილის და იოსებ კეჭაყმაძის საგუნდო თხზულებებში.
თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია. კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტი, სადოქტორო პროგრამა „სამუსიკისმცოდნეო კვლევები“.
13:50 მარიამ დუმბაძე – ღვაწლმოსილი ლოტბარი გურიიდან _ ნინო ნიშნიანიძე. გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელი. ბაკალავრი – III კურსი.