არქიმანდრიტი იოანე (სილევან) კიკვაძე

დაიბადა 1950 წლის 1 იანვარს ქობულეთის რაიონში.

განათლება:
დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო-სამსახიობო ფაკულტეტი.

შრომითი საქმიანობა:
1967-1968 წლებში მუშაობდა ქ. მახარაძის საბურავების ქარხანაში;
1968-1987 წლებში იყო ქ. მახარაძის სახელმწიფო დრამატული თეატრის მთავარი რეჟისორი და მსახიობი;
1987-1990 წლებში – ქ. ზუგდიდის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მსახიობი.

სასულიერო ცხოვრება:
1989 წლიდან წავიდა მორჩილად შიო მღვიმის მონასტერში, იყო შემოქმედის ეკლესიის მედავითნე;
1991 წელს აკურთხეს ჯერ დიაკვნად, შემდეგ – მღვდლად, 1995 წელს მიიღო დეკანოზის ხარისხი;
1997 წლის 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე, დადგენილ იქნა საინგილოში, კახის რაიონში მოქმედი ეკლესიის წინამძღვრად;
1999 წელს გადმოყვანილ იქნა თბილისში ლურჯი მონასტრის მღვდლად;
2007 წლის 12 ივლისს აღიკვეცა ბერად და დაინიშნა მთაწმინდის მამა დავით გარეჯელის სახელობის მონასტრის წინამძღვრად.
დაჯილდოებულია მიტრით, ოქროს ჯვრით და მეორე ჯვრის ტარების უფლებით.

ელ. ფოსტა: rector@galoba.edu.ge

რექტორის მდივანი: სოფიკო ბერაია

ტელეფონი: 593 32 77 79, 599 72 89 48

ელ. ფოსტა: sophikoberaia@galoba.edu.ge

info@galoba.edu.ge