გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელში მისი გახსნის დღიდან ფუნქციონირებს ორი სახელოსნო, რომლებსაც ბატონები: ანზორ ერქომაიშვილი და მალხაზ ერქვანიძე ხელმძღვანელობენ. წელს სასწავლებელში მესამე სახელოსნო გაიხსნა, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ლოტბარი, „ანჩისხატის“ გუნდის წამყვანი მომღერალი ზაზა წერეთელი. მასთან ერთად მოღვაწეობენ ასევე ცნობილი შემსრულებლები და სასწავლებლის პედაგოგები: დავით შუღლიაშვილი, ლევან ვეშაპიძე, დავით ზათიაშვილი, ნინო ნანეიშვილი, ტატიანა მეგრელიძე. სახელოსნოში შედის პირველკურსელების როგორც ვაჟთა, ასევე ქალთა ჯგუფები.
გზა დავულოცოთ მათ ქართული ხალხური სიმღერისა და საეკლესიო გალობის სამსახურში!