სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის მსურველთა საყურადღებოდ!
2021-22 სასწავლო წლის საეკლესიო მუსიკათმცოდნეობის საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა ჩარიცხვასთან დაკავშირებული საბუთების მიღება იწარმოებს 6 სექტემბრიდან 20 სექტემბრამდე.
მაგისტრატურაში მიღება ხდება შიდა გამოცდებით, საერთო სამაგისტრო გამოცდის გარეშე.
შიდა მისაღებ გამოცდებზე დაიშვება პირი შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ:
• სარეგისტრაციო ფორმის ელექტრონული ვერსია (სარეგისტრაციო ფორმა)
• პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ელექტრონული ასლი;
• კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომის ან კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ ცნობის ელექტრონული ასლი.
• სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირის მიერ სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ელექტრონული ასლი;
• სასწავლებლის რექტორის სახელზე სულიერი მოძღვრის სარეკომენდაციო წერილის ელექტრონული ასლი;
• ფოტოსურათი ¾ ელექტრონული სახით (JPG )
ზემოთ ჩამოთვლილი ყველა საბუთი ელექტრონული სახით უნდა გამოიგზავნოს შემდეგ მეილზე:
register.galobisuniversiteti@gmail.com
შიდა მისაღები გამოცდები ჩატარდება შემდეგ საგნებში:
• მუსიკის ისტორია და თეორია (ზეპირი)
• ქრისტიანული მოძღვრების საფუძვლები (კატეხიზმო)
• ინგლისური ენა (გასაუბრება)
გამოცდების ზუსტი განრიგი გამოქვეყნდება რეგისტრაციის დასრულების შემდეგ.
კონტაქტი:
სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი – ეკატერინე ყაზარაშვილი
598 14 84 31