შემოქმედებითი ტური:

I ტურიზეპირი გამოცდა

  1. ნიმუშების შესრულება (სიმღერა/გალობა). იხ. პროგრამის ჩამონათვალი
  2. სალოტბარო უნარები (სალოტბარო უნარების დემონსტრირება უნივერსიტეტის გუნდის დახმარებით);
  3. პარტიტურის კითხვა (ერთი ხმის გალობა და ორი ხმის დაკვრა ფორტეპიანოზე).

 

II ტურიწერითი გამოცდა

  1. სიმღერის/საგალობლის ნიმუშის გამოცნობა და მცირე რეფერატის შექმნა

რეფერატში აბიტურიენტმა ყურადღება უნდა გაამახვილოს შემდეგ საკითხებზე:

  • ნიმუშის დასახელება;
  • ჟანრი/საგალობლის სახეობა და ლიტურგიკული ფუნქცია;
  • დიალექტი/ სამგალობლო, სკოლა;
  • მეტრო-რიტმი;
  • ფაქტურის ტიპი;
  • შესრულების ფორმა;
  • კომპოზიციური თავისებურებები, ტექსტის და ჰანგის ურთიერთმიმართება;
  • ლიტურგიკული ხმა (საგალობლის შემთხვევაში).

 

2. სიმღერის ან საგალობლის მარტივი ნიმუშის გაშიფვრა (საგალობელი ან სიმღერა).