გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელი და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად ერთობლივ სამეცნიერო კონფერენციაში: „საეკლესიო და თეორიული მუსიკოლოგიის აქტუალური პრობლემები“, რომელიც ეძღვნება ცნობილი ქართველი მუსიკისმცოდნის, პროფესორ მანანა ანდრიაძის ხსოვნას.
კონფერენცია მოეწყობა 2015 წლის 11 მაისს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში.
კონფერენციის ფარგლებში გაიმართება ქართული საეკლესიო გალობის კონცერტი.
მონაწილეობის მიღების მსურველებს გთხოვთ, გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია (შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა) არაუგვიანეს 2015 წლის 30 მარტისა, ხოლო თეზისები (არაუმეტეს 200 სიტყვისა) გამოაგზავნოთ არაუგვიანეს 6 აპრილისა.
გამოგზავნილი თეზისების საფუძველზე საორგანიზაციო კომიტეტი საბოლოო გადაწყვეტილებას მონაწილეობის მსურველებს შეატყობინებს 2015 წლის 14 აპრილისთვის.
მოხსენება არ უნდა აღემატებოდეს 7 გვერდს (ფურცლის ფორმატი – A4, შრიფტი – Times new Roman, ზომა – 12, სტრიქონებს შორის მანძილი – 1,5). მოხსენების რეგლამენტი – 20 წუთი (მოხსენების წაკითხვისა და დისკუსიისთვის).
კონფერენციის მასალები გამოქვეყნდება სამეცნიერო შრომათა კრებულში.
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ მისამართზე:
tel: +995 322 9871 88
www. conservatoire.edu.ge
facebook: Science Research Department