გალობის უნივერსიტეტში 11 ივლისს მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა მომავალი სასწავლო წლის დაგეგმვასა და შესაბამისი საჭიროებების განსაზღვრას მიეძღვნა.
შეხვედრას უძღვებოდა უნივერსიტეტის პრორექტორი, პროფესორი თამარ ჩხეიძე, რომელმაც მომავალი სასწავლო პროცესის ეფექტურად განსახორციელებლად ძირითადი საკითხები და პრიორიტეტული მიმართულებები წარმოადგინა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ზურაბ წკრიალაშვილი, აგრეთვე სხვადასხვა ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები, მათ შორის: სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის, ადამიანური რესურსების მართვის, შესყიდვებისა და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელები.



