∴   სტუდიაში სამუშაოდ დაიშვებიან მხოლოდ გალობის უნივერსიტეტის სტუდენტები

∴   სამუშაო საათების დაგეგმვა ხდება სტუდიის მენეჯერთან შეთანხმებით

∴   სტუდიაში სამუშაოდ უნდა გამოცხადდეთ თქვენს მიერ დაგეგმილი სამუშაო საათების მიხედვით

∴   არასამუშაო საათებში სტუდიაში მუშაობა ნებადართულია მხოლოდ სტუდიის მენეჯერის თანხმობის შემთხვევაში

∴   თქვენ ხართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ სამუშაო საათების დასრულების შემდეგ თქვენს მიერ მოხმარებული აპარატურა დაბრუნდეს თავის ადგილზე და არ იყოს დაზიანებული

∴   სამუშაო საათების შემდეგ გამორთეთ კომპიუტერი. არ გამორთოთ UPS

∴   თუ თქვენ აღმოაჩინეთ რაიმე სახის დაზიანება კომპიუტერზე ან აპარატურაზე, აუცილებლად აცნობეთ სტუდიის მენეჯერს

   აკრძალულია ნებისმიერი პროგრამის დაინსტალირება ან ცვლილების შეტანა კომპიუტერებში

∴   USB ფლეშ მეხსიერების გამოყენებამდე, აუცილებლად გააკეთეთ სკანირება USB Disk Security-ის დახმარებით

∴   აკრძალულია სტუდიაში საკვების და სასმელის შეტანა. დაშვებულია მხოლოდ წყალი, თუმცა აუცილებელია აპარატურისგან მოშორებით

∴   ნებისმიერი წესის დარღვევის შემთხვევაში თქვენ აგეკრძალებათ სტუდიაში მუშაობა 1 კვირამდე ვადით. დარღვევის გამეორების შემთხვევაში თქვენ აღარ დაიშვებით სტუდიაში.

∴   წესები დადგენილი და შეთანხმებულია გალობის უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან. სტუდია უფლებას იტოვებს ნებისმიერ დროს შეცვალოს/გააუქმოს/დაამატოს წესები

აპარატურის თხოვების წესი