2025 წლის 16–25 ნოემბერს გალობის უნივერსიტეტის მე-2 კურსის საბაკალავრო პროგრამის ორი სტუდენტი – თეკლა კუბლაშვილი და მალხაზ ლაზარია სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ  აღმოსავლეთ ფინეთის  უნივერსიტეტში (იენსუ, ფინეთი).
სტუდენტები ვიზიტის მანძილზე ჩართული იყვნენ საეკლესიო მუსიკის დეპარტამენტის სასწავლო პროცესში. ესწრებოდნენ დირიჟორობისა და გალობის პრაქტიკულ და თეორიულ ლექციებს. ასევე, გამართეს ქართული გალობისა და სიმღერის ვორკშოფი პროფესორ ტაკალას კურსის „მართმადიდებული და ორიენტალური სამგალობლო ტრადიციების“ ფარგლებში. მონაწილეობა მიიღეს მართმადიდებლურ ლიტურგიაში, სადაც ევქარისტიის ნაწილში ფინელმა სტუდენტებმა გალობის უნივერსიტეტის სტუდენტების ხელმძღვანელობით ქართული ტრადიციული გალობის ნიმუშებიც შეასრულეს.
გალობის უნივერსიტეტის სტუდენტების  ვიზიტს ადგილზე კოორდინირებას უწევდა აფსუ-ს სასულიერო სკოლის ხელმძღვანელის მოადგილე, საეკლესიო მუსიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, დოქტორი მარია ტაკალა-როშჩენკო.
საერთაშორისო ვიზიტი საქველმოქმედო ფონდ „ქართული გალობის“ მხარდაჭერით განხორციელდა.

აფსუს საეკლესიო მუსიკის დეპარტამენტთან გრძელვადიანი პარტნიორობა გალობის უნივერსიტეტის პრიორიტეტია.