დამოუკიდებლობის დღე გალობის უნივერსიტეტმა, ტრადიციულად, საოკუპაციო ხაზთან ახლოს – სოფელ ნიქოზში აღნიშნა. ამ დღის აღსანიშნად ნიქოზს უნივერსიტეტის ხელოვნებისა და მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თამარ ჩხეიძე, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სტუდენტები სტუმრობდნენ. ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტ ისაიას ლოცვა-კურთხევით ნიქოზის საკათედრო ტაძარში საღვთისმსახურო ლიტურგიაში ადგილობრივ გუნდთან ერთად უნივერსიტეტის გოგონათა და ვაჟთა გუნდებმაც მიიღეს მონაწილეობა. ლიტურგიის დასრულების შემდეგ ტაძრის ეზოში გუნდების მიერ შესრულდა ქართული ტრადიციული მუსიკის სხვადასხვა ჟანრის ნიმუშები.

ფოტო: სპარტაკ შანშიაშვილი