2025 წლის 21 მაისს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება XVIII სტუდენტური კონფერენცია.  კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს. მოხსენებების თემატიკა უკავშირდება სახელოვნებო მეცნიერებების მიმართულებებს, ასევე მედიის, კულტურული ტურიზმისა და ხელოვნების მენეჯმენტის სფეროებს. მისასალმებელია მოხსენებები სხვა ჰუმანიტარული დარგებიდანაც. იქნება ხელოვნებათმცოდნეობის, თეატროლოგიის, ქორეოლოგიის და მუსიკოლოგიის, კინომცოდნეობის და ჟურნალისტიკის, ხელოვნების მენეჯმენტისა და ტურიზმის  სექციები.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ მოხსენების სათაური შესაბამისი ინფორმაციით (სტუდენტის სახელი, გვარი, უმაღლესი სასწავლებლისა და სპეციალობის დასახელება, სწავლის საფეხურის დასახელება, ხელმძღვანელის სახელი გვარი, აკად. თანამდებობა).

მოხსენების თემა და სათაური სტუდენტმა უნდა შეათანხმოს ხელმძღვანელთან.

მოხსენების სათაურის წარმოდგენის ბოლო ვადაა 30 აპრილი.

მოხსენების სათაური უნდა გადაიგზავნოს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე:  conference@tafu.edu.ge

კონფერენციის ორგანიზატორია
სახელოვნებო მეცნიერებათა, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი
პროფესორი ნატო გენგიური
ტ. 577 94 70 03; 593 24 42 78.